რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები? დღეს, ციფრულ ეპოქაში, როცა სულ უფრო მეტი თავშესაქცევი ჩნდება და ადამიანს წიგნებისათვის ნაკლები დრო რჩება, ეს კითხვა აქტუალობას უფრო და უფრო იძენს. სწორედ ამ კითხვაზე ცდილობს პასუხის პოვნას თავის ესეში მსოფლიო ლიტერატურის ცოცხალი კლასიკოსი და 2010 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი, მარიო ვარგას ლიოსა.
Sunday, November 12, 2017
Monday, September 25, 2017
"ხმაური და მძვინვარება" და მისი მაკბეთური სათაური
უილიამ ფოლკნერის "ხმაურისა და მძვინვარების" სათაური აღებულია შექსპირის "მაკბეთის" გმირის მონოლოგიდან. რომანის ზოგადი აზრი ამ სიტყვებშია გარდატეხილი, მეტაფორულად გამოხატავს მის არსებით მხარეს, განფენილია მის იდეურ–მხატვრულ ქსოვილში, მაგრამ თვით ნაწარმოებში მაკბეთის ეს სიტყვები და მით უმეტეს, მაკბეთის მთელი მონოლოგი კონკრეტულად არსად არაა მითითებული, გადაკვრითაც არაა ნახსენები. ალბათ ამით აიხსნება ის ფაქტიც, რომ ვირჯინიის უნივერსიტეტში სემინარზე ფოლკნერს კიდეც ჰკითხეს, ამ რომანის სათაური ნამდვილად "მაკბეთიდან" მომდინარეობს თუ არაო, რაზეც მწერალმა არა მარტო თანხმობით უპასუხა, არამედ კიდეც დაურთო: "ამ მონოლოგის მიხედვით მთელი დუჟინი წიგნის დასათაურება შეიძლება. ვფიქრობ, ყველაზე კარგი სიტყვები მე შევარჩიე. თუმცა ექვს ან შვიდ წიგნსაც, ყველას ამავე მონოლოგიდან დავასათაურებდი".
Friday, September 22, 2017
პოლ ოსტერი: "რაც შეიძლება ხშირად უნდა ვისაუბრო ღიად, სხვანაირად ცხოვრება არ შემიძლია..."
Subscribe to:
Posts (Atom)


